კომპანიის შესახებ

ფარმაცევტული კომპანია ევროფარმა ჯორჯია დაარსდა 2011 წელს; მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალბედაა, მან უკვე შეძლო ბევრი გამოცდილი კომპანიებისთვის გაეწია კონკურენცია და დაემკვიდრებინა თავისი ადგილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ევროფარმა ჯორჯიას სათავეში არიან საკმაოდ გამოცდილი ხელმძღვანელები რამაც განაპირობა კომპანიის ასეთი სწრაფი ზრდა.
თავდაპირველად ევროფარმა ჯორჯიამ ექვსი პრეპარატით და რამდენიმე თანამშრომლით წარადგინა თავი ქართულ ბაზარზე; დღეს უკვე კომპანია ოცდაათ პრეპარატს წარმოადგენს, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა ორმოცდახუთამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს პედიატრიული ჯგუფის პრეპარატები.
ევროფარმა ჯორჯია არის Vefa Ilac-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; Vefa Ilac არის უდიდესი და ერთ-ერთი ლიდერი ქარხანა თურქეთის რესპუბლიკაში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ Vefa Ilac-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, vefailac.com.tr
ევროფარმა ჯორჯია დღესდღეობით წარმოადგენს პრეპარატებს, რომელთა რეალიზაცია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არის პრეპარატები რომელთა ანალოგები არ მოიპოვება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. პროდუქცია არის მცენარეული და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენ ვებგვერდზე.
ევროფარმა ჯორჯიას პრეპარატები დამზადებულია თურქეთში არსებულ ერთ-ერთი ლიდერ ქარხნაში,Vefa Ilac-ში, რომლიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ანხორციელებს წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მწარმოებელი ქარხნის,Vefa Ilac-ის პროდუქცია არის ხარისხიანი, აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას და გააჩნია ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო GMP სერთიფიკატი.