კომპანიის საქმიანობა

ფარმაცევტული კომპანია ევროფარმა ჯორჯია დაარსდა 2011 წელს და არის უდიდესი ქარხნის,Vefa Ilac-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.Vefa Ilac-ს ქარხანა, თურქეთში, ამზადებს პროდუქციას GMP სტანდარტების დაცვით, უახლესი აპარატურითა და ტექნონოლოგიებით.
მიუხედავად იმისა რომ კომპანია ახალბედაა, მან უკვე შეძლო ბევრი გამოცდილი კომპანიებისთვის გაეწია კონკურენცია და დაემკვიდრებინა თავი ქართულ ბაზარზე. თავდაპირველად ევროფარმა ჯორჯიამ ექვსი პრეპარატით და რამდენიმე თანამშრომლით  წარადგინა თავი ქართულ ბაზარზე, დღეისათვის პრეპარატების რაოდენობა ოცდაათამდეა გაზრდილი და კომპანიაში დასაქმებულია ორმოცდახუთამდე თანამშრომელი. დღეს უკვე გვყვავს სამი და მეტი მარკეტინგული ჯგუფი თბილისში და რეგიონებში. ევროფარმა ჯორჯიას მარკეტინგული ქსელი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, აქტიურად ვმოღვაწეობთ თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, ქართლში, გურიაში და ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ და ეფექტურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო პროდუქცია. ჩვენს მიერ მოწოდებული პროდუქცია დეტალურად კონტროლდება და ხარისხი გარანტირებულია. გარდა იმისა რომ ყოველდღიურად უდიდესი ენერგიით და მონდომებით გაწვდით ინფორმაციას პრეპარატების, ახალი პროდუქტების და კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ წარმატებით ვმონაწილეობთ სხვადასხვა კონფერენციებში.
ევროფარმა ჯორჯია გახლდათ რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი  საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი:
•ტრავმატოლოგთა საერთაშორისო კონგრესი - მედიქლაბ ჯორჯია - თბილისი, მარტი, 2012 წ.
•საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია - სემინარები, თბილისსა და რეგიონებში, ივლისი-ოქტომბერი, 2013წ.
•საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონგრესი -
 სასტუმრო,,ჰოლიდეი ინნ”- თბილისი, ნოემბერი, 2012წ
 სასტუმრო ჰოლიდეი ინნ - თბილისი, ნოემბერი, 2013წ
 ივენთ ჰოლი - თბილისი, ნოემბერი, 2014წ.
•საქართველოს რესპირაციული საზოგადოების საერთაშორისო კონგრესი - სასტუმრო ,,ბათუმი შერატონი”- ბათუმი, ივნისი, 2013წ.
•ნევროლოგთა საერთაშორისო კონფერენცია - სასტურო ,,ბომონდ გარდენი"- თბილისი, ოქტომბერი, 2014 წელი.
2014 წლის 2 აპრილს რესტორან მეიდანის დარბაზში ფარმაცევტულმა კომპანიამ ევროფარმა ჯორჯიამ მოაწყო კონფერენცია შემდეგ თემებზე:
თუთიის როლი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში - მომხსენებელი მაია ხერხეულიძე
ავიტამინოზი ბავშვებში - მომხსენებელი ეკა უბერი
დისლიპიდემია და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების როლი  ბავშთა დისლიპიდემიის კორეგირებაში - მომხსენებელი ნანი ნარეკლიშვილი
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლინიკებიდან და პოლიკლინიკებიდან მოწვეული ექიმი პედიატრები, ბავშთა ნევროლოგები და ენდოკრინოლოგები.