პროდუქცია

ბრონქომაქსი

შემადგენლობა:  სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს

√ ძირტკბილას ექსტრაქტი 125.0მგ. √ ვიზიცინის ექსტრაქტი 75.0მგ. √ რეჰანის ექსტრაქტი 25.0მგ.√ კოჭას ექსტრაქტი 5.0მგ. √ წიწაკის ექსტრაქტი 10.0 მგ. √ პიტნის ექსტრაქტი 5.0მგ. √ ალბიციას ექსტრაქტი 15.0მგ. √ კურკუმას ექსტრაქტი 15.0მგ. √ კანტაკარის ექსტრაქტი  25.0მგ. √ ნატურალური ფიჭვის თაფლი 125მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი გლუკოზა (გოგირდის დიოქსიდის გარეშე), NF (GF 40), სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი (ტრინატრიუმის ციტრატი), პიტნის არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ბრონქომაქსის შემადგენელი თითოეული მცენარე გამოირჩევა ძლიერი ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით. ბრონქომაქსით მკურნალობის ფონზე სწრაფად მცირდება ხველის სიხშირე და ინტენსივობა, მცირდება ნახველის სიბლანტე და ადვილდება ამოხველება. ძირტკბილას ექსტრაქტი ფიტომედიცინაში ცნობილია როგორც მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანტიალერგიული, ასთმის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ვიზიცინის ექსტრაქტს გააჩნია მუკოლიზური, ამოსახველებელი და ბრონქო-დილატატორული ეფექტი. რეჰანის ექსტრაქტს აქვს გაციების, ხველის, ანთების  და ასთმის საწინააღმდეგო მოქმედება, ძლიერი  იმუნომოდულატორია. კოჭას ექსტრაქტი გამოირჩევა ანტიალერგიული, გაციების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. წიწაკის ექსტრაქტს აქვს ანტიალერგიული, ასთმის და ანთების საწინააღმდეგო,ზოგად გამაჯანსაღებელი მოქმედება. პიტნის ექსტრაქტი გამოირჩევა გამაგრილებელი, დამამშვიდებელი, გაციების  საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედებით. ალბიციას ექსტრაქტს აქვს ამოსახველებელი, ასთმის საწინააღმდეგო, ბრონქოდილატატორული, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კურკუმას ექსტრაქტი ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც გაციების საწინააღმდეგო, მუკოლიზური, ასთმის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კანტაკარის ექსტრაქტს გააჩნია ამოსახველებელი, ბრონქოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. ფიჭვის თაფლი არბილებს ხველას, ამსუბუქებს ყელის გაღიზიანებასა და ტკივილს და ამცირებს გაციების სიმპტომებს. ბრონქომაქსი ფიტოპრეპარატია ცხრა მცენარის კომბინაციით, გააჩნია ამოსახველებელი, მუკოლიზური, ბრონქოლიზური, ანტიალერგიული და გაციების საწინააღმდეგო მოქმედება. ბრონქომაქსი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედების წყალობით ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოძევებას. ბრონქომაქსი ეფექტურად ამცირებს ხველას, არ იწვევს ძილიანობას და გამოიყენება ხველის, გაციების და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სხვა სიმპტომების, ასთმის და სასუნთქი გზების ალერგიული რეაქციების  სამკურნალოდ.

ჩვენება:

* რესპირაციული ტრაქტის ანთებითი დაავადებები

* ბრონქიტი

* ასთმის თანმხლები ხველა

* მწეველთა ხველა

* რესპირაციული ალერგოზი

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვები 1 - 2 წელი: 1.25 მლ. დღეში სამჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბავშვები 2 - 5 წელი: 2.5 მლ. დღეში სამჯერ.

ბავშვები 5 - 12 წელი: 5 მლ. დღეში სამჯერ.

მოზრდილებს: 10 მლ. დღეში სამჯერ.

განსაკუთრებული მითითებები: ბრონქომაქსის მიღების დროს ნუ მიიღებთ სხვა ხველის საწინააღმდეგო სიროფებს.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით  პრეპარატის მიღებისას რაიმე გვერდითი მოვლენა გამოვლენილი არ არის.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა!

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ, მინის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია