პროდუქცია

კრილომი სიროფი მანგოს არომატით

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს:

√თევზის ქონი 2350 მგ. √ ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA)   376 მგ. √ დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) 235 მგ. √ საერთო ომეგა 3 – 705 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსილიტი, გლიცერინი, ვიტამინი E, ლიმონის კანის ზეთი, ლიმონმჟავა, მანგოს არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, ატმის არომატიზატორი, სუკრალოზა.

ფარმაკოლოგიური  თვისებები და მოქმედების მექანიზმი: თევზის ქონი შეიცავს  A და D  ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, აქვს ანტისტრესული და ნეიროპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და აფერხებს დემენციის განვითარებას. თევზის ქონი ორსულებში აუცილებელია ნაყოფის თავის ტვინის და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. ეიკოზაპენტანის მჟავა და დოკოზაჰექსანის მჟავა მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში და უზრუნველყოფენ უჯრედის მემბრანის მობილობის, განვლადობის და მთლიანობის შენარჩუნებას. დოკოზაჰექსანის მჟავა არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა - 3 ამცირებს ინსულინრეზისტენტობას და ბავშთა ასაკში დიაბეტის განვითარების რისკს, აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსის და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად. კრილომი სიროფი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც ავსებს ბავშვის ორგანიზმში ესენციური ცხიმოვანი მჟავეების და ომეგა-3 ის დეფიციტს, ასტიმულირებს მადას. კრილომი სიროფი  აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოფს მხედველობის ჩამოყალიბებას, ნერვული იმპულსის გადაცემას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კრილომი სიროფი აუცილებელია ბავშვის გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარების და ფუნქციონირებისათვის. კრილომი სიროფი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს, ანორმალიზებს ბავშვის ცხიმოვან ცვლას, ხელს უშლის გაცხიმოვნების პროცესს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. კრილომი სიროფი ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, მნიშვნელოვნად ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს ბავშვის მხედველობას (ღამის მხედველობას და მხედველობის სიმახვილეს), იცავს თვალს  კომპიუტერთან და ტელევიზორთან ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში. კრილომი სიროფი აუმჯობესებს ბავშვის მეხსიერებას, ზრდის ინფორმაციის აღქმას და გადამუშავების უნარს, ამაღლებს გონებრივ კოეფიციენტს, ზრდის წერით და კითხვით შესაძლებლობებს, აუმჯობესებს ბავშვის გუნება-განწყობას, ამცირებს აღგზნებას და გაღიზიანებას. კრილომი სიროფი უზრუნველყოფს ძვლების და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ასტიმულირებს ძვლის რეგენერაციულ პროცეს და ხელს უწყობს ძვლის შეხორცებას მოტეხილობის შემთხვევაში. კრილომი სიროფი აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს  და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი, ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას დაავადების შემდგომ პერიოდში, ამცირებს ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს.

ჩვენებები:

* ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა

* ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია

* მეხსიერების დაქვეითება, დემენცია, ემოციური ლაბილობა, დეპრესია, კოგნიტიური დისფუნქცია, ძილის დარღვევები ბავშვებში, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

* თვალის დაავადებები

* კვების რეჟიმის დარღვევა ბავშვებში, უმადობა, ხელოვნური კვება

* კანის სიმშრალე, კანის აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა და თმის ცვენა ბავშვებში

* ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი,ნეიროდერმიტი

* დისლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია და ჭარბი წონა ბავშვებში

* გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ბავშვებში

* რევმატოლოგიური დაავადებები ბავშვებში

* ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები

* რაქიტი

* მოტეხილობები, ოსტეოპოროზი

* ინფექციური დაავადებები

* დაავადების შემდგომი რეკოვალესენციის პერიოდი

უკუჩვენება: არ გააჩნია.

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვები - 0-12 თვე: 2.5 მლ დღეში ერთხელ.

ბავშვები - 1-7 წელი: 5 მლ. დღეში ერთხელ.

ბავშვები - 7-12 წელი: 10 მლ. დღეში ერთხელ.

მოზარდები 12 წელი და დიდები: 10 მლ. 1-2-ჯერ დღეში.

კრილომი სიროფი მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: სიროფი, მანგოს არომატით, 150 მლ. მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია