პროდუქცია

ევროფარი სიროფი

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავსრკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის, ფოლის მჟავა 50 მკგ., ვიტამინი B12(ციანკობალამინი)0,7 მკგ. ფარმაკოლოგიური მოქმედება:რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომლის შემადგენლობაშიარსებული რკინა (III)სწრაფად ანაზღაურებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში. მაკრომოლეკულიდან რკინა შეიწოვება აქტიური აბსორბციის გზით, ტრანსფერინთან კომპლექსში აღწევს უჯრედის შიგნით და მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში რკინას არ გამოყოფს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნის პროცესს; გარდა ერითროციტებისა, აუცილებელია სისხლის დანარჩენი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნისა და ზრდისთვის; მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, ამინომჟავების სინთეზში. ფოლიუმის მჟავასდეფიციტი განაპირობებს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას.ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)ფოლის მჟავასთან ერთად ასტიმულირებსნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს;აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის.ევროფარი სიროფი უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას ორგანიზმში.

ჩვენებები:   

რკინადეფიციტური ანემიები -  პროფილაქტიკა და მკურნალობა   -პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);  -რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი,სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ლაქტაცია)  -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები, ჭიებით ინვაზია).    

წინააღმდეგჩვენებები:

ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავის პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიKური წყლულოვანი კოლიტი).გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.დოზირება და

მიღების წესი:                                                               

  0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში;                                                               

 1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში;        

ფარმაცევტულიჯგუფი III, გაიცემარეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: VEFA. Istanbul/Turkey  

შ.პ.ს,,ევროფარმაჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი საქართველო