პროდუქცია

კოენზა QL

1 კაფსულის  შემადგენლობა: L-კარნიტინი-150 მგ., კოენზიმ Q10-50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირის ზეთი, ხარის ჟელატინი, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, ლეციტინი (სოიოს ლეციტინი), ფუტკრის  თეთრი ცვილი, ტიტანის დიოქსიდი, Sunset yellow, Ponceau 4R.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  L-კარნიტინი- B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი  ნივთიერებაა, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან  მიტოქონდრიებში, სადაც   განიცდიან  β-  დაჟანგვას და რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით). L-კარნიტინი-აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს; ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი; თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედების გამო აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას;  ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი  წვენების სეკრეციას, აუჯობესებს მათ ფერმენტაციულ აქტივობას,  ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში;  მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში; L-კარნიტინს გააჩნია ნეიროტროპული მოქმედება, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სრტუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში; იგი წარმოადგენს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზისთვის აუცილებელ შუალედურ რგოლს! გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტირგლიცერიდების კონცენტრაციას; ლეციტინის სინთეზის სტიმულაციით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში; თავის ტვინში ააქტიურებს  ქოლინერგიულ პროცესებს(ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს); კოენზიმ Q10-ზრდის ორგანიზმის დამცველობით თვისებებს, ანორმალიზებს არტერიულ წნევას, უზრუნველყოფს გულის კუნთს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან; ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას.

გამოყენების ჩვენებები:

  - გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია;-

  -ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება;

-სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი;

  -ორსულებში ნაყოფის ჰიპოქსია და ჰიპოტროფია (ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა);

    -ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა;

   -ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

კოენზა QL-ის რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა  2-3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება  მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .

გამოშვების ფორმა:  ჟელატინის რბილი კაფსულა № 30

გაცემის წესი:  ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის  ვადა:  3 წელი

მწარმოებელი: VEFA ILAҫ, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია