პროდუქცია

სელევეფი

1 ტაბლეტის შემადგენლობა:  სელენი (სელენის მეთიონინი)-100 მკგ., თუთია(თუთიის გლუკონატი)- 15 მგ., ვიტამინი A (რეტინოლ პალმიტატი)-1000 მკგ., ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) -90 მგ., ვიტამინი E (D-ალფა -ტოკოფეროლის აცეტატი)-45 მგ., ვიტამინი B6(პირიდოქსინ HCl) -2,2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი,  თეთრი ოპადრაი-85FI422

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  პოლივიტამინი მიკროელემენტებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  სელენი- შედის ორგანიზმში არსებული  ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტის -გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ბოჭავს და ანეიტრალებს  სიცოცხლისათვის საშიშ თავისუფალ რადიკალებს;  შედის  ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში( მათ შორის იოდოთირონინ დეიოდენაზას,  რომელიც ააქტიურებს თიროქსინს); სელენი იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას, უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოყოფას; იცავს  გულის კუნთს და თავის ტვინს ოქსიდაციური სტრესისგან. თუთია- შედის 400-მდე ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში (ინსულინი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი); ზრდის T-ლიმფოციტების რაოდენობას და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას; აუცილებელია ალკოჰოლის დაშლისათვის(შედის ალკოჰოლდეჰიდროგენაზას შემადგენლობაში); მონაწილეობს ყნოსვის, გემოს და აღქმის რეცეპტორების ფუნქციონირებაში; თუთიის შემცველობაზეა დამოკიდებული თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდის პროცესი, კანის რეგენერაცია, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა; უზრუნველყოფს თვალის ბადურა გარსის სტაბილურობას და ბროლის გამჭვირვალობას (მონაწილეობს ბადურა გარსის მიერ გლუკოზის უტილიზაციაში). ვიტამინი A- მონაწილეობს ორგანიზმის ჟანგვა- აღდგენით პროცესებში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, კორტიკოსტეროიდების სინთეზში; მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობისთვის; უზრუნველყოფს კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღეს.  ვიტამინი C- ძლიერი ანტიოქსიდანტია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი, იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის მომატებულ განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, ხელს უშლის თრომბწარმოქმნას. ვიტამინი E-  გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში;   აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.  ვიტამინი B6- ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში; არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რიტმს; აუმჯობესებს მეხსიერებას; აუცილებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლისთვის.

გამოყენების ჩვენება: 

სელევეფი, როგორც პოლივიტამინი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ნაჩვენებია:

-  (C, E  და A)ვიტამინების და სელენის უკმარისობის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;

-  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;

-  ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

-  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს;

-  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

-  სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

-  არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების დროს.

გვერდითი მოვლენები:

სელევეფის  რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას.

არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.

ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების დროს მცირდება ასკორბინის მჟავას შეწოვა. ვიტამინი C- ზრდის რკინის შეწოვას, სალიცილატებითა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:

სელევეფი ინიშნება : 8 წლის ასაკიდან 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში  ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30

შენახვის პირობები:

ინახება  მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .

ვარგისობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია