პროდუქცია

კრილომი კაფსულა

შემადგენლობა: ორი რბილი კაფსულა შეიცავს:

√ თევზის ქონი 1938  მგ. √ საერთო ომეგა - 3  1240 მგ. √ ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA)  620 მგ. √ დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA)  446 მგ. √ ფოსფოლიპიდები 2 მგ. √ ნატურალური E ვიტამინი 5.8 მგ. √ ასტაქსანტინი 220 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ფორთოხლის  არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, ხელს უშლის ემოციური გადატვირთვას და ჰიპერაგზნებას. ომეგა - 3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში და წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით. ომეგა - 3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის ტროპიკას. ომეგა-3 ანორმალიზებს ცხიმოვან ცვლას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას სისხლში და ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3  გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თრგუნავს ციტოკინაზების და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და სისხლის წებოვნებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის იშემიური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3  ახდენს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების პრევენციას,  აუმჯობესებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას, იცავს თავის ტვინს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან. ომეგა - 3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას. ფოსფოლიპიდები, დოკოზაჰექსანის მჟავა  და ეიკოზაპენტანის მჟავა წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. დოკოზაჰექსანის მჟავა  შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. E ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ასტაქსანტინი  მიეკუთვნება კაროტინოიდების ჯგუფს, წარმოადგენს ნატურალურ წითელ პიგმენტს. ასტაქსანტინი  ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ასტაქსანტინის, E ვიტამინის და ომეგა-3-ის კომბინაცია უზრუნველყოფს ორგანიზმის ძლიერ დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. კრილომი კაფსულა უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებას, მხედველობის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კრილომი კაფსულა  ხელს უწყობს ქოლესტერინს და ტრიგლიცერიდებს ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. კრილომი კაფსულა იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას, კონცენტრაციის უნარს.

ჩვენებები:

* ნევროლოგია: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დისპრაქსია, დისლექსია, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ასთენია, აგრესია, დეპრესია, ქცევითი აშლილობები, ემოციური ლაბილობა, დემენცია.

* ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, მიოპია, მშრალი თვალის სინდრომი, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა.

* კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, პოსტინფარქტული პროფილაქტიკა, არითმია.

* რევმატოლოგია: რევმატოიდული დაავადებები, ოსტეოპოროზი.

* მეან - გინეკოლოგია: ორსულთა პათოლოგიები (ჰიპერტონია, გიდ-ი, ჭარბი წონა, ნეფროპათია, ორსულთა დიაბეტი),  ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკა, ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, გესტოზების პროფილაქტიკა, თრომბოფილია, ნაყოფის ჰიპოტროფია, კლიმაქტერიული პეერიოდის ნევროზები, ემოციური ლაბილურობა.

* გასტროენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ქოლეცისტიტი და მისი გამწვავების პროფილაქტიკა, კრონის დაავადება.

* ენდოკრინოლოგია: ჭარბი წონა, ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, გაცხიმოვნების შემცირება, ცილოვანი ბალანსის რეგულაცია, ანგიოპროტექტორული მოქმედება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ათეროსკლეროზი, ტრიგლიცერიდემია.

* დერმატოლოგია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი.

* ნეფროლოგია: ეიკოზანოიდების, ციტოკინების, თრომბოქსან A2 -ის გამონთავისუფლების შემცირება, პროტეინურიის შემცირება, ჰიპერტენზიის პრევენცია.

* ონკოლოგია: სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ქიმიო და სხივური თერაპიის პერიოდი, ასთენია, კახექსია

* პულმონოლოგია: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულიოზი.

* საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

* სპორტული მედიცინა: ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, პროტეინების სინთეზის შემცირება, ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებები.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

დოზირება და მიღების წესი: კრილომი კაფსულა ინიშნება 12 წლიდან, კვების დროს, დღეში ორი კაფსულა ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: ჟელატინის რბილი კაფსულა №50, ფორთოხლის გემოთი, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია