პროდუქცია

ნემოლიქს C3

შემადგენლობა: ერთი რბილი კაფსულა შეიცავს:

√ ბიოვაფლექსი 500მგ √ ბოსველინი 75მგ (ბოსველიას ექსტრაქტის ბიოსტანდარტ-იზირებული 30 %-იანი აცეტილ-კეტო -β-ბოსველინის მჟავა) √ ყვითელი კოჭა 50მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ბიოვაფლექსი უნიკალური, ბუნებრივი ნივთიერებაა რომელიც შედის კვერცხის ნაჭუჭის მემბრანის შემადგენლობაში, იგი ინარჩუნებს სახსრების სიჯანსაღეს და დაზიანების შემთხვევაში ამცირებს, ხშირ შემთხვევაში ბოლომდე აქრობს ყოველდღიურ ტკივილს და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს მობილურობას, მოქნილობას და სახსრების ფუნქციას. ბიოვაფლექსი გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და უზრუნველყოფს ხრტილს საშენი მასალით. ბიოვაფლექსი აძლიერებს და აჯანსაღებს სახსრებს და შემაერთებელ ქსოვილს. ბიოვაფლექსი წყალში ხსნადი საკვები დანამატია რომელიც მდიდარია პროტეინებით, კოლაგენით, ელასტინით, გლიკოზამინოგლიკანებით (ქონდროიტინი, ჰეპარინ სულფატი, კერატინ სულფატი), ჰიალურონის მჟავით, გლუკოზამინით და გარდამქმნელი ზრდის ფაქტორით (გზფ-β). კოლაგენი - ბოჭკო რომელიც აუცილებელი პროტეინია, უზრუნველყოფს ხრტილის სიძლიერეს და ელასტიურობას. ელასტინი - აუცილბელი პროტეინია, რომელიც უზრუნველყოფს კანის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ხრტილის და ხერხემლის სიჯანსაღეს. ის ანიჭებს შემაერთებელ ქსოვილს ელასტიურობასა და დაჭიმვის შემდგომ უზრუნველყოფს ფორმის აღდგენას. დესმოსინი და იზოდესმოსინი - ამინომჟავებია, რომლებიც პასუხისმგებელია ელასტინის სტრუქტურაზე და ფუქციაზე. გლიკოზამინოგლიკანები  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლისაქარიდები და შემაერთებელი ქსოვილის, ქსოვილთაშორის სითხის და ჩონჩხის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი მნიშვნელოვნად ანელებენ და ხშირ შემთხვევაში აჩერებენ სახსარში დეგენერაციულ პროცესს რომელიც ვითარდება ოსტეოართრიტის დროს, ხსნიან ტკივილს რომელიც წარმოიქმნება სახსრის ცვეთის და დაზიანების შემთხვევაში. გლუკოზამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხრტილის, მყესების, იოგების, თმის, ფრჩხილების, გულის სარქველების შემაერთებელი ქსოვილი და სინოვიალური სითხის ფორმირებაში. ქონდროიტინი უზრუნველყოფს სახსარში სითხის ფორმირებას (მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამორტიზაციულ ფუნქციას), ამცირებს სიარულის დროს სახსრებზე ზეწოლას, აუმჯობესებს შეხორცების პროცესს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.ჰიალურონის მჟავა უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენელი ნაწილია. ის მოქმედებს როგორც საპოხი, გამფილტრავი და მეტაბოლური ნივთიერება, ზრდის სახსრის ლუბრიკაციას და შოკის შთანთქმის უნარს. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას.გარდამქმნელი ზრდის ფაქტორი (გზფ-β)  მნიშვნელოვანი პროტეინია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილის აღდგენაში, უჯრედების დიფერენციაციაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ბიოვაფლექსის შემადგენელი კომპონენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახსრების დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში. ბოსველინი შეიცავს ოთხ ცნობად ტრიტერპენოიდულ β - ბოსველინის მჟავაებს:β-ბოსველინის მჟავას,აცეტილ-β-ბოსველინის მჟავა,11-კეტო-β-ბოსველინის მჟავა,აცეტილ-11-კეტო-β-ბოსველინის მჟავა. ბოსველინის მჟავა ბლოკავს ადამიანის ლეიკოციტ ელასტაზას მოქმედებას და აინჰიბირებს 5 - ლიპოოქსიგენაზას, ფერმენტს რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის განვითარებაში.ამ ორი ფერმენტის ინჰიბიცია არის ის უნიკალური თვისება რომელიც გააჩნია ბოსველიას მჟავას.აცეტილ-11-კეტო-β-ბოსველის მჟავა დიდი დოზით არის ბოსველიას ექსტრაქტში და ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის მართვაში. ბოსველიას ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ისეთივე როგორც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ბოსველიას ხანგძლივი გამოყენება არ იწვევს კუჭის გაღიზიანებასა , წყლულს და ბევრ სხვა საშიშ გვერდით მოვლენებს როგორიც გააჩნია ასასს, ის აბსოლიტურად უსაფრთხოა.დამტკიცებულია რომ მუხლის ოსტეოართრიტის შემთხვევაში პირდაპირი ჩვენებაა ბოსველიის ექსტრაქტის მიღება, თუმცა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ართრიტების დროსაც. ყვითელი კოჭა 95 %  წარმოდგენილია ტეტრაჰიდროკურკუმინოიდების სახით და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ტეტრაჰიდროკურკუმინოიდები არის უფერო ჰიდროგენირებული პროდუქტი რომელიც მიიღება ყვეითელი კოჭასგან (ძირითადად კურკუმინის, დემეტოქსიკურკუმინის და ბისმეტოქსიკურკუმინისგან), კონკრეტულად გრძელი კოჭას თესლისგან. კურკუმინი აინჰიბირებს B უჯრედების გამააქტიურებელ ნუკლეარული ფაქტორის აქტივაციას და შესაბამისად ალაგებს ანთებით პროცესს და მის გამოვლინებას. ტეტრაჰიდროკურკუმინოიდები  ამცირებენ ტკივილს და ანთებას ციკლოოქსიგენაზას და 5 - ლიპოოქსიგენაზას ინჰიბიციის გზით. ტეტრაჰიდროკანაბინოლი ზრდის ორგანიზმში ანტიოქსიდანტური  ფერმენტების კონცენტრაციას ( კატალაზა, გლუტათინონი ,გლუტათიონ პეროქსიდაზა, სუპეროქსიდ დისმუტაზა გლუტათიონ ტრანსფერაზა). კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა რომ კურკუმა ეხმარება ართრიტის მართვაში და სახსრების ანთების შერმთხვევაში ამცირებს ან მთლიანად ხსნის ტკივილის სინდრომს. ნემოლიქს C3 უნიკალური პრეპარატია რომელიც კვებავს და ეხმარება ხრტილის აღდგენას, აუმჯობესებს სახსრების მობილობას, ახდენს სახსრებისა და ხერხემლის  გაცვეთის პრევენციას საწყის ეტაპზე  და ხელს უშლის მისი სიმპტომების ადრეულ გამოვლენას, ამცირებს ტკივილს ძვლებში და სახსრებში.

ჩვენებები :

* სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯის, მხრის)

* მალებშიდა ოსტეოქონდროზული სპონდილოართროზი

ქონდრომალაცია

* მხრის სახსრის პერიართრიტი

* იოგებისა და მყესების პოსტტრავმული პერიოდი

* სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი

* ადამიანები რომლებსაც აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა განსაკუთრებით სპორტსმენები

* ასაკი(40 წლის შემდეგ), სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის საპროფილაქტიკოდ და საპროფილაქტიკოდ

* ხერხემლისა და სახსრების ადრეული გაცვეთა

* იოგოვანი აპარატისა და მყესების სისუსტე

უკუჩვენება:  კვერცხზე ალერგია

დოზირება და მიღების წესი: ექიმის მითითებით ერთი კაფსულა დღეში.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15 - 30ºC  ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა №30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია