პროდუქცია

პრეგნიოფოლი

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:

√ ფოლიუმის მჟავა 400 მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი, B ჯგუფის ვიტამინია (B9). ფოლიუმის მჟავას ორგანიზმი ორი გზით ღებულობს: ეგზოგენური - საკვებთან ერთად და ენდოგენური - რომელიც სინთეზდება ორგანიზმში ნაწლავური მიკროფლორისმიერ. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად , კოფერმენტად, რომელიც წარმოადგენს ფოლიუმმჟავას ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების, ტოქსინების და სიგარეტის კვამლისგან. უზრუნველყოფს პლაცენტის მომწიფებას და მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლწარმოქმნის პროცესში; ასტიმულირებს ერითროგენეზს, მეგალობლასტების სრულ მომწიფებასა და ნორმობლასტების წარმოქმნას. მონაწილეობს ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინისა და ქოლინის ცვლაში. ფოლიუმის დეფიციტს მოზრდილებში მივყავართ მეგალობლასტური ანემიის განვითარებამდე, ხოლო ორსულობისას მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის ჩამოყალიბების დარღვევას ნაყოფში. ფოლიუმის მჟავა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნერვული იმპულსის გატარებაში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს მშობიარობისშემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში.

ჩვენებები:

*  ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი)

*  არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლიუმმჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

*  ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში.

*  ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევათა პრენატალური პროფილაქტიკა.

*  ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ორსულთა ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებითა და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი).

* ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

* ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება.

* მშობიარობისშემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკა.

* პერიფერიული ნეიროპათია.

* ფოლიუმმჟავას ანტაგონისტებითა (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

უკუჩვენება:  შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

დოზირება და მიღების წესი: პრეგნიოფოლის ერთი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ, ჭამის დროს ან შემდეგ. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: პრეგნიოფოლი არ ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: ანალგეტიკები, ანტაციდები, ქოლესტირამინი, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ციტოსტატიკები. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ პრეგნიოფოლის შეწოვას. პრეგნიოფოლისა და კალიუმშემნახველი დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია  გამოშვებიდან  სამი წელი.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №90, პლასტმასის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია