პროდუქცია

ურინონი -D

გამოყენების რეკომენდაცია® 
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა: 
1 რბილი კაფსულა - კრანოზას დაპატენტებული ექსტრაქტით, შეიცავს  
პაკრანი® (შტოშის ექსტრაქტი –Vaccinium macrocarpon ) - 250 მგ. D-მანოზა – 200 მგ.
დამატებითი კომპონენტები: მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი თეთრი, ჟელატინი, გლიცერინი, დეიონიზებული წყალი, რკინის ოქსიდი წითელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პაკრანი® შტოშის ექსტრაქტი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, C და B ჯგუფის, ასევე, PP ვიტამინებს, ფენოლის ნაერთებს, ტრიტერპენოიდებს. ასევე, მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, მანგანუმს, კობალტს, სპილენძს. შტოში, ასევე, შეიცავს პროანტოციანიდინებს. ის ამცირებს  ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე. შტოშის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ის ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შტოშის ანტიკანცეროგენული მოქმედება დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის პროცესში. შტოშის ექსტრაქტი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. შტოშის შემადგენლობაში არსებულ პროანტოციანიდინის ოლიგომერებს, ფლავონოიდებსა და ტრიტერპენოიდებს აქვთ გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მოქმედება. D-მანოზა ნახშირწყალია, რომელიც წარმატებით გამოიყენება უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით რეციდივული ინფექციების.  D-მანოზა შეიცავს პროტეინების ჯაჭვებს, რომლებიც უკავშირდება და  ბოჭავს უროპათოგენურ ბაქტერიებს და უზრუნველყოფს მათ ელიმინაციას. მრავლობითმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარებულია D-მანოზაზე, აჩვენა, რომ აღნიშნული სუბსტანცია ამცირებს ისეთი პათოგენური მიკრობების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, როგორებიცაა: Escherichia coli, Pseudomona aeruginosa, Streptococcus zooepidermicus და უზრუნველყოფს აღნიშნული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ელიმინაციას. D-მანოზა ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების (მაგ. ცისტიტის) რეციდივების პრევენციას.      
D-მანოზა აძლიერებს ანტიბიოტიკების ეფექტს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ურინონი-D ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მის ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას. მონაწილეობს აპოპტოზის პროცესში. ამცირებს მეტალოპროტეინების ექსპრესიას მატრიქსში. აბლოკირებს კანცეროგენეზის პროცესს. ურინონი-D ხელს უშლის მორეციდივე ანთებითი დაავადებების განვითარებას. აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. ეხმარება ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. აქვს სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება. ეფექტი დგება სწრაფად - მკურნალობის კურსის პირველივე დღეს. შესაძლებელია ურინონი-D-ს ხანგრძლივად გამოყენება.

ურინონი-D გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:  
*საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და ურეთრის ინფიცირება (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვიტი, ვაგინიტი) 
*საშარდე გზების ინფექცურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში 
*ბაქტერიურია, პროტეინურია 
*მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა) 
*საშარდე გზების ინფექციების რეციდივი 
*საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები 
*ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში 
*უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა) *დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი 
*დიაბეტური ნეფროპათია. 

გვერდითი მოვლენები: ურინონი-D კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა ურინონი-D –ს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიბიოტიკების ეფექტს.
დოზირება: 1 კაფსულა 2_ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.   
გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულები #30.
შენახვის წესი: შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შენახვის ოპტიმალური პირობებისთვის შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ° ტემპერატურისა.
მწარმოებელი: VEFA ILAC, Istanbul/Turkey.  
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ევროფარმა ჯორჯია.