პროდუქცია

პრეგნომი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი (ომეგა 3- 236,52 მგ, DHA-85მგ), ვიტამინი B1 (თიამინი)-1,4მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)-1,4მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინი)-16მგ, ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი)-6მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)-1,8მგ, ვიტამინი B7 (ბიოტინი)-0,035მგ, ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)-0,4მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)-2,5მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-50მგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5მკგ, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი-10მგ, რკინის ფუმარატი-17მგ, კალიუმის იოდიდი-0,2მგ, ნატრიუმის სელენიტი-55მკგ,

 

დამხმარე ნივთიერებები: ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ლიმნის კანის ზეთი, ფუტკრის თეთრი ცვილი, სილიკონის დიოქსიდი, მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, დეიონიზირებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ომეგა 3- აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა,ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს; ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება; არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას; აუმჯობესებს სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგება თრომბწარმოქმნას; აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას; აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და მხედველობას; DHA(დოკოზაჰექსანის მჟავა)-შეუცვლელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავაა,აუცილებელია უჯრედის მემბრანის შენებისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურა გარსის, სასქესო ჯირკვლების); ორსულებში 60%-მდე ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს; განაპირობებს ნაყოფის ცნს-ისა და თვალის ბადურა გარსის სრულყოფილ ფორმირებას,აგრეთვე მშობიარობის შემდგომ ქალის ჯანმრთელობის სწრაფ აღდგენას.ვიტამინი B1-ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც აუცილებელია ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის, აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში (ანტინევრიტულ ვიტამინსაც ეძახიან), ასტიმულირებს ტვინის,

გსს-ის, ენდოკრინული სისტემის მუშაობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და კნტ-ის მოტორიკას. ვიტამინი B2-წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობის აღქმის უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს, არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ხელს უწყობს უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აქტიურად მონაწილეობს ერითროციტების,ატფ-ის და ზოგიერთი ჰორმონის სინთეზში;იცავს თმასა და ფრჩხილებს; ვიტამინიB3- მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში,უჯრედის დაყოფაში,გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება, მისი დეფიციტის დროს ვითარდება 3D დაავადება:დერმატიტი, დიარეა, დემენცია; ვიტამინი B5- მონაწილეობს ერითროციტების,თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში; არეგულირებს ცნს-ისა და კნტ-ის ფუნქციას, შედის ცილების, ცხიმების და ნახშრწყლების დამშლელი ფერმენტების შემადგენლობაში; ვიტამინიB6- მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში; ვიტამინიB7- აუმჯობესებს კანისა და თმების მდგომარეობას, არეგულირებს კანის ცხიმიანობას; ვიტამინიB9-უზრუნველყოფს უჯრედის გენეტიკური ინდივიდუალობის შენარჩუნებას; აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს; მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან. ვიტამინიB12-მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებაში,მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციაში; ვიტამინიC-გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს

კოლაგენის სინთეზში და იმუნიტეტის ზრდაში, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას; ვიტამინიD3-არეგულირებს

კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში,ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ჩონჩხის ჩამოყალიბებას; თუთია-შედის 400-მდე ფერმენტის შემადგენლობაში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჩამოყალიბებას; რკინა-შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ფერმენტების შემადგენლობაში. მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში და ცენტრალურ როლს თამაშობს უჯრედის ყველა მეტაბოლურ პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდის პროცესში. იოდი-აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. მონაწილეობს ნაყოფის ნერვულ და სომატურ ჩამოყალიბებაში. იოდის დეფიციტი ორსულებში იწვევს ნაყოფის თავის ტვინის ზრდის შეფერხებას! სელენი-ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ ცვლაში; ხელს უშლის თვითნებური აბორტის განვითარებას.

 

ჩვენებები: Pვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის დროს;Pნაყოფის ნერვული სისტემის, გსს-ის ნორმალურად ჩამოყალიბების დარღვევის პრენატალური პროფილაქტიკა;Pნაყოფის ჰიპოქსია, ჰიპოტროფია;Pნაადრევი მშობიარობის საშიშროება; Pორსულთა გესტოზები;Pთვითნებური აბორტის საშიშროება;

Pორსულობის დაგეგმვაPმშობიარობის შემდგომი პერიოდი;Pლაქტაციის პერიოდი;Pკლიმაქტერიული პერიოდი;

Pოპერაციის შემდგომი პერიოდი(საკეისრო კვეთა, ჰისტერექტომია, მასტექტომია)Pქრ. დაღლილობის სინდრომი;Pპერიფერიული ნეიროანგიოპათია.

 

დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,

არაუმეტეს 25°C .

 

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა № 30

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი: Vefa Ilac  სტამბული/თურქეთი.

 

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.