პროდუქცია

აპეტიტ პლუსი

გამოყენების რეკომენდაცია

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

5 მლ-ის შემადგენლობა: 

Fennel (Foeniculum vulgare)..........კამა 25მგ;

Vidanga (Embelia ribes)..................ვიდანგა 25მგ;

Nutsedge (Cyperus  rotundus)........მრგვალი თავნასკვა 20მგ;

Cumin (Cuminum cyminum).........ნამდვილი ძირა 20მგ;

Long pepper (Piper longum)...........გრძელი წიწაკა 20მგ;

Ajwain (Trachyspermum ammi).....ინდური კვლიავი 20მგ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:   კამა მდიდარია  თიამინით, კაროტინით, ნიკოტინის, ფოლიუმის, ასკორბინის მჟავით, ასევე შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ნახშირწყლებს, კვერცეტინს, პექტინებს, ლინოლეის, ოლეინის მჟავებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. კამა საუკეთესო საშალებაა მადის მოსამატებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ხელს უშლის ნაწლავებში აირების დაგროვებას, აძლიერებს პერისტალტიკას. ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას. ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით. ვიდანგა აქტიურად გამოიყენება აიურვედულ მედიცინაში პარაზიტების, ანემიის და და ანორექსიის სამკურნალოდ. მრგვალი თავნასკვა შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ეთერულ ზეთებს. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს მადის მომატებას. გამოიყენება დიარეის, დიზენტერიის, მალაბსორბციის დროს, ნაწლავური პარაზიტების დროს. აგრეთვე ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული თვისებებით. ხასიათდება ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. ნამდვილი ძირა შეიცავს მონოტერპენ ჰიდროკარბონებს, ცხიმოვან მჟავებს, ალდეჰიდებს, კეტონებს, ესთერებს, დიეტურ ბოჭკოს, ფლავონოიდებს, იზოფლავონოიდებს.ამაღლებს იმუნიტეტს, გამოიყენება უმადობის, მეტეორიზმის, საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ხსნის პირღებინებას. გრძელი წიწაკა მდიდარია ესენციური ზეთებით,მონო და სესქუიტერპენებით, პიპერლონგუმინით, პიპერლოგუმინინით. ზრდის მადას, ამაღლებს იმუნიტეტს, გამოიყენება საჭმლის მონელების დაღვევის დროს, ხელს უწყობს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საკვების პასაჟს, აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას. ინდური კვლიავი შეიცავს ეთერულ ზეთებს, ცილებს. თიმოლს რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა.  გამოიყენება დისპეპსიის, დიარეის მუცლის ტკივილების დროს. ზრდის მადას. ხასიათება ანტიფუნგალური, ანტიმიკრობული და ანტიჰელმინთური მოქმედებით. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას, ხასიათდება ნაღვლმდენი ეფექტით. აუმჯობესებს პერისტალტიკას.

აპეტიტ პლუსი კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერებით, ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესების გზით, საკვების პასაჟის სწრაფი გადაადგილების ხარჯზე აუმჯობესებს მადას, შესაბამისად ძლიერდება ბავშვის იმუნური სისტემა, ხელს უწყობს სხეულის წონის მომატებას და ბავშვის სიმაღლეში ზრდას. აპეტიტ პლუსი აქრობს გულის რევის შეგრძნებას.

აპეტიტ პლუსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:

მადის დაქვეითება;

ანორექსია;

საჭმლის მონელების დარღვევა;

ბავშვის ზრდა განვითარებაში ჩამორჩენა;

ინფექციური დაავადების შემდგომი პერიოდი;

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა  შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

აპეტიტ პლუსი მიიღება 6 თვიდან, კვებისგან დამოუკიდებლად

6 თვიდან 1 წლამდე -1,25 მლ 2-ჯერ დღეში

1 წლიდან 2 წლამდე- 2,5 მლ 2-ჯერ დღეში

12 წლამდე 5 მლ- 3-ჯერ დღეში

მოზრდილები -10მლ 3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ ბოთლში. მზომ ჭიქასთან ერთად

შენახვის წესი:  შეინახეთ თავდახურულ მშრალ და გრილ, ბავშებისგან მიუწვდომელ ადგილას. აპეტიტ პლუსი ვარგისია გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ვადა მითითებულია კოლოფზე

მწარმოებელი: VEFA  ILAҪ,   სტამბოლი - თურქეთი.                                                                                                                                  

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.