პროდუქცია

არგიმაკ პლუსი

საკვები დანამატი

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:  

მაკას ექსტრაქტი (Maca extract)....170 მგ;

L-არგინინი (L-Arginine)....500 მგ.,

ჟენშენi (Ginseng extract)...25 მგ.,

კუროსთავა (Tribulus Terrestris extract)....250 მგ.,

თხის სარეველა (Epimedium)….50 მგ.,

კოენზიმ Q10 (Ubiquinone)...30 მგ.,

დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური  ცელულოზა ტიპი, კარბოქსიმეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, Nutraficient Green 114A210000.        

ფარმაკოლოგიური თვისებები: მაკას ექსტრაქტი, მდიდარია თუთიით, რკინით, მანგანუმით, კალციუმით, კალიუმით, B და C ვიტამინებით. ზრდის ლიბიდოს, ამცირებს ფრიგიდულობას,  უზრუნველყოფს ჰორმონების ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას. აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. ზრდის შვილოსნობის უნარს. აღადგენს სიმხნევეს და ენერგიას.  კუროსთავა ასტიმულირებს ანდროგენების რეცეპტორებს თავის ტვინში. ხელს უწყობს თავისუფალი ტესტოსტერონისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას მამაკაცებში. კუროსთავას ექსტრაქტი ზრდის ტესტოსტერონის, დიჰიდროტესტოსტერონისა და დეჰიდროანდოსტერონის დონეს და აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას. კუროსთავას ექსტრაქტი, ასევე, აინჰიბირებს cog-2-ის რეცეპტორებს და შესაბამისად, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ჟენშენი გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ. ამცირებს ერექციული დისფუნქციის სიმპტომებს და ზრდის ასოს თავის რიგიდობას. L-არგინინი -ამინომჟავა-ჩართულია სხვადასხვა ჰორმონალურ პროცესებში და მისი დახმარებით ორგანიზმი ასინთეზირებს ინსულინს, ვაზოპრესინს და სომატოტროპინს, აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას სისხლძარღვების სტიმულაციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით. მონაწილეობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებაში. თხის სარეველა ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რაც ხელს უწყობს გლუვი მუსკულატურის რელაქსაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ასოს სხეულში და, შესაბამისად, სექსუალურ ფუნქციას. კოენზიმ Q10  ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებსა და დნმ-ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს მამაკაცის შვილოსნობის უნარს სპერმატოზოიდების რაოდენობის ზრდისა და მათი მოძრაობის უნარის გაუმჯობესების გზით. ხელს უწყობს ცხიმების წვას, არეგულირებს სხეულის წონას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

აღადგენს საერთო სიმხნევეს და ენერგიას. უზრუნველყოფს ჰორმონების ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას. აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. ზრდის შვილოსნობის უნარს. უზრუნველყოფს სექსუალური ენერგიის წარმოქმნას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ამცირებს პრემენსტრუალურ და პოსტმენოპაუზის სიმპტომებს. ხელს უწყობს თავისუფალი ტესტოსტერონისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას მამაკაცებში. ზრდის სპერმის პროდუქციას. აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას. ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რაც ხელს უწყობს გლუვი მუსკულატურის რელაქსაციას. აგრეთვე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ასოს სხეულში და, შესაბამისად, სექსუალურ ფუნქციას. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, მატონიზირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.                                                                                     

ჩვენებები: *ლიბიდოს დაქვეითება,*ფრიგიდულობა, *ვაგინალური სიმშრალე,*ერექციული დისფუნქცია,*სასქესო თმიანობის შემცირება,*სათესლეების ზომაში შემცირება,*კუნთოვანი მასის და ძალის შემცირება,*ცხიმოვანი ქსოვილის მასის მატება,*სპერმატოგენეზის დარღვევა,* მენოპაუზის თანმხლები ჰორმონული დარღვევები, *ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ              

დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში კვებისგან დამოუკიდებლად, მცირეოდენ წყალთან ერთად. რეკომენდებულია არგიმაკ პლუსის ხანგრძლივად მიღება.                                                                  

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.                                                                  

მწარმოებელი: VEFA ilaҫ .ISTANBUL/TURKEY                                                                                                                                               

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ევროფარმა ჯორჯია“.