პროდუქცია

ჯიოლაქტი

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთმოცემული ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ჯიოლაქტი არის სამედიცინო პრეპარატი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე. პროდუქტის ეფექტურობისთვის, მისი მოხმარება უნდა მოხდეს ინსტრუქციის  მიხედვით.

  • შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია შემდგომი გამოყენებისთვის.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ვაგინალური სანთლები ჰიალურონის მჟავით და რძემჟავით

  1. პროდუქტის აღწერა

ჯიოლაქტის სანთლები არის სამედიცინო პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია მანდილოსნებში ზედაპირული ვაგინალური გამოყენებისთვის.

სანთლები შეფუთულია პლასტიკატის გარსებში. თითოეული გარსი გამოყოფილია პერფორატორით, რათა უზრუნველყოს ერთი გარსის გამოცალკევება დანარჩენი ბლისტერისგან. სანთლების ამოღება ხდება მისი გამოცალკევებით გარსის ფენისაგან. სანთლების ვაგინალური გამოყენების შემდეგ იგი დნება და გარდაიქმდება დამატენიანებელ და დამცავ გელად.

  1. შემადგენლობა

1 ცალი 1,6 გ. სანთელი შეიცავს 10 მგ ჰიალურონის მჟავას,ნატრიუმის მარილის სახით, 5 მგ რძემაჟავას და ნეიტრალურ ცხიმს დანამატის სახით.

  1. მოქმედების მექანიზმი

გამოყენების შემდეგ სანთელი დნება და იხსნება ვაგინალურ გამონადენში. გამოყოფილი ჰიალურონის მჟავა, რომელიც შერეულია დამატენიანებლთან, ზრდის მის მოცულობას და წარმოქმნის გელის ფენას ვაგინალური ლორწოვანის გარსის ზედაპირზე, რაც ქმნის დამცავ ფენას და შესაფერის სამოქმედო გარემოს ბუნებრივი რეგენერაციული და დამცავი მექანიზმებისთვის. დამცავი გარსი, რომელიც შექმნილია ჰიალურონის მჟავისგან, გარდაიქმნება ბუნებრივ დამატენიანებლად, ამცირებს წვას და აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის განკურნების პროცესს.

რძემჟავა ამცირებს ვაგინალური გარემოს მჟავიანობას. დაბალი მჟავიანობა (3,8 – 4,2) ახასიათებს ჯანმრთელ ლორწოვან გარსს, ხელს უშლის პათოგენური მიკროფლორის განვითარებას და ხელს უწყობს ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.

 

  1. გამოყენების ჩვენებები

ჯიოლაქტი განკუთვნილია ზედაპირული ვაგინალური გამოყენებისთვის. იგი გამოიყენება ვაგინალური ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად ვაგინალური ლორწოვანის სიმშრალის დროს.

პროდუქტი განსაკუთრებით განკუთვნილია:

  • ესტროგენების დეფიციტის, ჰორმონული თერაპიის და კონტრაცეპტივების გამოყენებით გამოწვეული ვაგინალური სიმშრალის აღმოსაფხვრელად;
  • დაავადებების, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალის, ქავილის, სიწითლის, შეშუპების, წვის ან გამონადენის დროს გამოსაყენებლად;
  • ასევე გამოიყენება ვაგინალური და სასქესო ბაგეებზე წარმოქმნილი დისკომფორტის აღმოსაფხვრელად;
  •  მშობიარობის, გინეკოლოგიური ან ქირურგიული პროცედურების ჩატარების შემდგომ ლორწოვანი გარსის დაზიანების დროს; ასევე  ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის შედეგად ლორწოვანი გარსის ატროფიის დროს;
  • დისკომფორტს  სქესობრივი კავშირის დროს ტკივილის არსებობისას;
  • ოპტიმალურ ვაგინალურ მჟავიანობას;  
  1. გამოყენების ტექნიკა

სანთლები განკუთვნილია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის. სანთლების ვაგინალურ გამოყენებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები. თუ სანთელი ძალიან რბილია, ბლისტერიდან მოხსნამდე მოათავსეთ მაცივარში რამოდენიმე წუთით.

გამოაცალკევეთ ერთი სანთელი ბლისტერისგან. ფოლგის თითოეული ფენადაიჭირეთ საჩვენებელი და დიდი თითებით და ფრთხილად გააცალკევეთ ერთმანეთისგან. ფთხილად მოხსენით სანთელს გარსი, ასევე ფრთხილად შეაცურეთ სანთელი ვაგინაში თითის დახმარებით რაც შეიძლება ღრმად. აღნიშნული ქმედება შეიძლება უფრო მოხერხებულად განხორციელდეს წოლით მდგომარეობაში ოდნავ აწეული თეძოებით. თუ სხვაგვარ კონსულტაციას არ გაგიწევთ ექიმი, სანთელი გამოიყენეთ დაძინებამდე.სანთლები უნდა გამოიყენოთ ყოველდღე 14-20 დღის განმავლობაში. სანთლებით მკურნალობის კურსი უნდა დაგეგმოთ იმგვარად, რომ კურსის შეწყვეტა არ მოხდეს მენსტრუაციის გამო.

  1. გაფრთხილება

პრეპარატი განკუთვლინია ვაგინალური გამოყენებისთვის და დაუშვებელია მისი სხვა გზით მიღება.

არ გადაყლაპოთ!

არ გამოიყენოთ სანთლები მენტრუაციის დროს.

ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თუ გამოყენების პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოებში იგრძნობთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ეგზემის ან ნებისმიერ მანამდე არ არსებული პრობლემის წარმოშობას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

თუ 14 დღიანი ყოველდღიური მოხმარების შემდეგ არ შემცირდა სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.

 

პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს საცვალის დაბინძურება, ასეთ შემთხვევაში დამოიყენეთ რეკომენდებული საფენი.

შესაძლებელია პროდუქტის ინგრედიენტებსა და ლატექსის პრეზერვატივს შორის მოხდეს ურთიერთქმედება. ამიტომ ნუ გამოიყენებთ ლატექსის კონდომს მკურნალობის პერიოდში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ თუ პირველადი შეფუთვა დაზიანებულია.

  1. შენახვა

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს250C -ზე მშრალ ადგილას. არ დადოთ პრეპარატი მზიან ან თბილ/ცხელ ადგილას. სამედიცინო პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.  

  1. შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია10 სანთელი (5 სანთლიანი 2 ბლისტერი). თითოეული სანთლის წონა - 1,6გ.

  1. მწარმოებელი

Biofaktor Sp. Z o.o., ul. Czysta 4, 96 – 100Skierniewice, პოლონეთი