პროდუქცია

დე-კოლეროლ ფორტე

გამოყენების ინსტრუქცია

 

დე-კოლეროლ ფორტე

D-colerol FORTE

გამოიყენება პერორალურად

აქტიური ნივთიერებები :ყოველი 1 მლ პერორალურად მისაღები წვეთი შეიცავს 0.375 მგ ვიტამინ D3-ს რაც ექვივალენტურია 15,000 IU.

დამხმარე ნივთიერებები: E ვიტამინი და მზესუმზირის ზეთი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,
  • პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

 

 

ინსტრუქციაში მოცემულია:

  1. რა არის დე-კოლეროლ ფორტედა რისთვის გამოიყენება ის?
  2. რა უნდა იცოდეთ დე-კოლეროლ ფორტე გამოყენებამდე
  3. დე-კოლეროლ ფორტე გამოყენების წესი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. დე-კოლეროლ ფორტე შენახვის პირობები

 

  1. რა არის დე-კოლეროლ ფორტე და რისთვის გამოიყენება ის?

დე-კოლეროლ ფორტე შეიცავს ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი), როგორც აქტიურ ნივთიერებას.

დე-კოლეროლ ფორტეწარმოდგენილია შუშის ბოთლით პიპეტთან ერთად მუყაოს კოლოფში.

დე-კოლეროლ ფორტე გამოიყენება Dვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, რაქიტის სამკურნალოდ (ძვლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით), ოსტეომალაციის დროს (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძვლის შემადგენლობაში მინერალების შემცირებასთან), ძვლის დაშლის (ოსტეოპოროზის) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება, ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის თავიდან ასაცილებლად  და ჰიპერპარათიროიდიზმის (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია პარათიროიდულ ჯირკვალში  (გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში)  სიმსივნეების წარმოქმნასთან) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება. 

 

  1. რა უნდა იცოდეთ დე-კოლეროლ ფორტესგამოყენებამდე

არ გამოიყენოთდე-კოლეროლ ფორტე:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინი) ან პროდუქტში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.
  • თუ ხართ მაღალი არტერიული წნევის მატარებელი (ჰიპერტენზია)
  • თუ გაქვთ არტერიების მოწინავე გამაგრება (არტერიოსკლეროზი)
  • თუ გაქვთ აქტიური პულმონარული ტუბერკულოზი. ამ შემთხვევაში დაუშვებელია წამლის დიდი დოზით გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში.
  • თუ გაქვთ  D ჰიპერვიტამინოზი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის გადაჭარბებეული დოზის მიღებით ან დაგროვებით. სიმპტომები: მადის დაკარგვა, ყაბზობა, ბუნდოვანი მხედველობა და სისუტე კუნთებში).
  • თუ გაქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე)
  • თუ გაქვთ თირკმლის კენჭები  (შეიცავს კალციუმს)
  • თუ გაქვთ მგრძნობელობა კალციუმის მიმართ

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენების დროს:

  • თუ ხშირად არ გადაადგილდებით
  • თუ თქვენ ღებულობთ ბენზოთიადიაზინის დერივატ დიურეტიკებს
  • თუ წარსულში გქონიათ თირკმლის კენჭები
  • თუ გაქვთ სარკოიდოზი
  • თუ გაქვთ ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმი (პარათიროიდული ჯირკვლის დარღვევა)
  • თუ აღგენიშნებათ თირკმლის დარღვევები
  • თუ ღებულობთD ვიტამინისა და მისი წარმოებულების შემცველ სხვა მედიკამენტებს

 

საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება:

საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არაა.

 

  •  

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  •  

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ანფარმაცევტს.

D ვიტამინი გადადის დედის რძეში.

 

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

დე-კოლეროლ ფორტე არ ახდენს ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დე-კოლეროლ ფორტეში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მას არ სჭირდება დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებული რაიმე გაფრთხილება;

 

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ანტიკონვულსანტებთან, ჰიდანტოინთან, პრიმიდონებთან(მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური დაავადების დროს) ან რიფამპიცინთან (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ) ერთად გამოყენების დროს შესაძლებელია D ვიტამინის მოქმედება შემცირდეს.

ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) მკურნალობის დროს კალციტონინთან, ეტიოდრონატთან, გალიუმის ნიტრატთან, პამიდრონატთან ან პლიკამიცინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ჩამოთვლილი მედიკამენტების მოქმედება შემცირდეს.

მაღალი დოზით კალციუმთან, დიურეტიკებთან ან თიაზიდთან (დიურეტიკებთან) თანადროული გამოყენების დროს იზრდება სისხლში კალციუმის დონე (ჰიპერკალცემიის რისკი). მკურნალობის განმავლობაში უნდა მოხდეს შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.

დე-კოლეროლ ფორტესგამოყენება რეკომენდირებული არაა D ვიტამინის ან მისი ნაერთების შემცველ მედიკამენატებთან ერთად, ზრდის ტოქსიკურობის შესაძლებლობას.

  • D3 ვიატმინის მოქმედება. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით შესაძლებელიაგამოავლინონ მგრძნობელობა კალციუმის დიდ დოზაზე, აქედან გამომდინარე საჭიროა ამ პაციენტების ეკგ (ექოკარდიოგრაფიული) პარამეტრების და კალციუმის დონის მონიტორინგი.

მედიკამენტებმა, რომლებიც იწვევენ ცხიმების აბსორბციის კლებას (ორლისტატი (გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგოდ)და ქოლესტირამინმა (გამოიყენება ქოლესტეროლის სამკურნალოდ) შესაძლებელია შეამცირონ D ვიტამინის აბსორბცია.

 

  1. დე-კოლეროლ ფორტესმიღების წესი

მიიღეთ დე-კოლეროლ ფორტე ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

1 მლ დე-კოლეროლ ფორტეშეადგენს 25 წვეთს.

რეკომენდირებული დოზა განისაზღვრება პაციენტის სიმპტომებით მოცემული დიაგრამის შესაბამისად.

 

  •  

წვეთების რაოდენობა/დღე

  1. ვიტამინის რაოდენობა სე ექვივალენტში/დღე

D ვიტამინის დეფიციტიან უკმარისობა

დღეში 1-6 წვეთი

  1.  

მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა

დღეში 1-3 წვეთი

600-800 სე

 

მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა

დღეში 1-16 წვეთი

600-9600 სე

 

ჩვილებში და ბავშვებში რაქიტის მკურნალობა

1 წლამდე: 5 წვეთიდღეში

1 წლის ზემოთ:10წვეთიდღეში

შემანარჩუნებელი დოზა: 1 წვეთიდღეში

1 წლამდე:  3000 სე დღეში

1 წლის ზემოთ:  6000სე დღეში

შემანარჩუნებელი დოზა:  600 სე დღეში

  1. ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა

დღეში 16 წვეთი

შემანარჩუნებელი დოზა: 2-3 წვეთიდღეში

9600 სე

შემანარჩუნებელი დოზა: 1200-1800 სე

ოსტეოპოროზის დამხმარე მკურნალობა კალციუმთან ერთად, ასევე მითითებულ შემთხვევებში ანტიოსტეროზული აგენტებით

1 წვეთიდღეში

600 სე

ოსტეოპოროზული მოტეხილობების მომატებული რისკის მქონე სიტუაციების პროფილაქტიკა ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას.

1 წვეთიდღეში

600 სე

მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი

2-5 წვეთიდღეში

1200-3000 სე

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რუტინული გამოყენებისთვის სადღეღამისო დოზაა 400-800 სე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის გაზრდა შესაძლებელია 4000 სე-მდე  დღეში დაკვირვების ქვეშ.

 

მიღების წესი და მეთოდი:

დე-კოლეროლ ფორტე ინიშნება პერორალურად, დღეში ერთხელ.

 

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

პოზოლოგიაში/ გამოყენების სიხშირესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში მოცემული მითითებების შესაბამისად.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

 

  • მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა: საჭირო არაა დოზის რეგულირება. თირკმელების ფუნქცია უნდა შემოწმდეს D3ვიტამინის უწყვეტი გამოყენების დროს. თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს დაუშვებელია მედიკამენტის კალციუმთან ერთად გამოყენება.

 

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ დე-კოლეროლ ფორტესაქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დე-კოლეროლ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

დე-კოლეროლ ფორტეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალცემია. ჰიპერკალცემიის სიმპტომებია დაღლილობა, ფსიქიატრიული სიმპტომები (ეიფორია (ემოციები, როგორიცაა სიხალისე, თავდაჯერებულობა, მოჭარბებული ძალა), თავბრუსხვევა, გონების არევა), გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, წონაში კლება, წყურვილი, პოლიურია (ხშირი შარდვა), თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, ნეფროკალცინოზი (თირკმელებში მარილის დაგროვება), ძვლებში მოჭარბებული კალციფიკაცია და თირკმელების უკმარისობა, ეკგ ცვლილებები, გულის რიტმულობის დარღვევა და პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).

მკურნალობა: თავი აარიდეთ მზის ნათებას. თუ მედიკამენტი ახლახან მიიღეთ, გამოითავისუფლეთ კუჭი  ღებინების მეშვეობით.

 

დე-კოლეროლ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ დე-კოლეროლ ფორტეს მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

 

დე-კოლეროლ ფორტესთერაპიის შეჩერების პოტენციური შედეგი:

მკურნალობის შეჩერების დროს მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი. ექიმის რჩევის გარეშე არ შეწყვიტოთ დე-კოლეროლ ფორტეთი   მკურნალობა. 

 

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო არასასურველი მოვლენების გავრცელებულობის შესახებ ინფორმაცია არა არსებობს.

დე-კოლეროლ ფორტესთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესაძლებლობა ნორმალური დოზითა და ხანგრძლივობით მიღების შემთხვევაში დაბალია. შემდგომი არასასურველი მოვლენები შესაძლებელია განვითარდეს D3 ვიტამინის მაღალი დოზის მიღების და მკურნალობის პერიოდის უკონტროლოდ გაგრძელების შემთხვევაში.

  1. დე-კოლეროლ ფორტეს შენახვის პირობები

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ბოთლში და სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

მედიკამენტის მიღებადაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფიIII, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი:

Vefa Ilac San. Tic. Ltd. Sti

Beylikduzu Org. San. BolgesiMermeciler San. St.

2 Cadde No:3 Beylikduzu/Istanbul