პროდუქცია

ალენოქსი

ალენოქსი
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერებები :
1 მლ შეიცავს 0.5 მგ დესლორატადინს
დამატებითი ნივთიერებები:  პროპილენგლიკოლი, სორბიტოლი (E420), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრისოდიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დისოდიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი, სუკროზა, სხვადასხვა ხილის არომატი და საღებავი - ყვითელი სანსეტი (E110).

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,
  • პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

 

 

ინსტრუქციაში მოცემულია:

  1. რა არის ალენოქსი და რისთვის გამოიყენება ის?
  2. რა უნდა იცოდეთ ალენოქსის გამოყენებამდე?
  3. ალენოქსის გამოყენების წესი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. ალენოქსის შენახვის პირობები

ჰაიდლაინი შეიცავს

1. რა არის ალენოქსი და რისთვის გამოიყენება ის?

ალენოქსი წარმოდგენილია 150 მილიგრამიანი ბოთლით ბავშვებისაგან კარგად დაცული თავსახურით.

ალენოქსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ეხმარება ალერგიული რეაქციებისა და სიმპტომების კონტროლს.

ალენოქსი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ქავილი, სასის ან თვალების ქავილი, სიწითლე ან ალერგიით გამოწვეულ ხველასთან დაკავშირებული ღებინება (მაგალითად, თივის ცხელება, ალერგია  სახლის მტვრის ტკიპაზე).

ალენოქსი გამოიყენება ჭინჭრის ციებით გამოწვეული ქავილის მოსახსნელად და ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა კანის შეშუპება და სიწითლე.

აღნიშნული სიმპტომების შემსუბუქება ხდება მთელი დღის მანძილზე და არ აფერხებს ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.

2. რა უნდა იცოდეთ ალენოქსის გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ ალენოქსი თუ

  • თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ალენოქსის დამხმარე ნივთიერებების, განსაკუთრებით კი დესლორატადინის, ლოტარადინის ან ყვითელი სანსეტის  E110 -ის საღებავი აგენტების მიმართ.

ალენოქსი განკუთვნილია 6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის (12 წლის და ზემოთ), ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისათვის.

ალენოქსის მიღებამდე გამოიჩინეთ სიფრთხილე თუ:

  • თუ თქვენი თირკმელი ცუდად ფუნქციონირებს

თუ შენიშვნა გეხებათ თქვენ, ან თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს.

ალენოქსის საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება

  • მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ალონექსი ორსულობისას.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

  • მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ანფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ალონექსი ლაქტაციის დროს.

 

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

რეკომენდირებული დოზის მიღებისას ალენოქსი არ გამოიწვევს ძილიანობას და ყურადღების შემცირებას. ალენოქსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა პაციენტში. ამან შესაძოა გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ინფორმაცია ალენოქსის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ალენოქსი შეიცავს სუკროსა და სორბიტოლს. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ მგრძნობიარე ხართ გარკვეული დანამატების მიმართ, ალენოქსის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ალენოქსი შეიცავს ყვითელ სანსეტს (E110), როგორც საღებავს. სამკურნალო საშუალების ყოველი დოზა  შეიცავს 1 მმოლ-ზე  (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ალენოქსის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის მოცემული.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეფტორულ პრეპარატებს.

  1. სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:

ბავშვები 6-დან 11-თვემდე: იღებენ 2 მლ სიროფს დღეში. გამოიყენეთ საზომი კოვზის 2 მლ.

ბავშვები 1-დან 5-წლამდე: იღებენ 2,5 მლ სიროფს დღეში. გამოიყენეთ საზომი კოვზის 2.5 მლ.

ბავშვები 6-დან 11-წლამდე : იღებენ 5 მლ სიროფს დღეში. გამოიყენეთ საზომი კოვზის 5 მლ  ორჯერ. 

ზრდასრულები, ბავშვები 12 წლის ზემოთ: იღებენ 10 მლ სიროფს დღეში. გამოიყენეთ საზომი კოვზის 10 მლ 5-ჯერ.

მკურნალობის პერიოდში თქვენ ექიმი დაადგენს ალერგიული გრიპის ტიპს და გადაწყვიტავს რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ალენოქსი.

თუ თქვენი ალერგიული გრიპი არის პერიოდული (სიმპტომები ჩნდება კვირაში 4 დღის მანძილზე ან უფრო იშვიათად), ექიმი შეადგენს ავადმყოფობის ისტორიას და დაუყოვნებლივ შემოგთვაზებთ სამკურნალო პროგრამას.

მუდმივი ალერგიული გრიპის შემტხვევაში კი (სიმპტომები ჩნდება კვირაში 4 დღის მანძილზე ან უფრო ხშირად)ექიმი შემოგთავაზებთხანგრძლივ მკურნალობას.

ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტზე. რეკომენდირებულია მიჰყვეთ ექიმის რჩევებს.

 

მიღების წესი:

სიროფს პერორალურად მიღების შემდეგ მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. ალენოქსის მიღება შესაძლებელია საკვებისაგან გამოუკიდებლად.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

  • ალენოქსი გამოიყენება 6 თვიდან.

 

გერიატრია:

ხანდაზმულ ადამიანებში ალენოქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ დადგენილა.

განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ღვიძლის უკმარისობა

მონაცემები არ არის.

თირკმლის უკმარისობა

მწვავე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა ალენოქსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

თუ შენიშნავთ რომ ალენოქსს თქვენზე ახდენს ზედმეტად ძლიერ ან სუსტ გავლენას, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ალონექსის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

ალონექსის  საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ ალენოქსი ისე, როგორც გაქვთ დანიშნული. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა.

თუ დაგავიწყდათ ალენოქსის მიღება

თუ საჭირო დოზის დროულად მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ალენოქსით მკურნალობის შეჩერების პოტენციური შედეგი:

მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ალენოქსში შემავალი ნივთიერებების მიმართ. ზრდასრულ პაციენტებში გვერდითი მოვლენები ჰგავს პლაცებოს (არასამკურნალო პრეპარატს). 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებულ გვერდითი მოვლენას წარმოადგენს დიარეა, ციებ-ცხელება, გადაღლა და ინსომნია, ზრდასრულებში კი - პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.

 

სხვადასხვა ორგანოს სისტემაში;

ძალიან გავრცელებული (≥1/10), გავრცელებული (≥1/100 დან <1/10 -მდე), არაგავრცელებული (≥ 1/1.000-დან <1/100 -მდე), უფრო იშვიათი (≥ /10.000-დან <1/1.000 -მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10.000),  დაუდგენელი (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი დადგენა).

გავრცელებული: დაღლილობა

არაგავრცელებული : პირის სიმშრალე, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გართულება, ხრიალი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ძილიანობა, ინსულტი, მოუსვენრობა სხეულის აქტიურობის გაზრდით, პალპიტაცია, გულისცემის აჩქარება, დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ტესტირებაში, ანთება ღვიძლში, ღებინება, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა (ავად ყოფნა), ღებინება, დიარეა, ინსომნია, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, შებერილობა.

 

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რაც ჩამონათვალში არ არის წარმოდგენილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენების გამოვლენა

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენის გამოვლენის შესახებ მოხსენება არის მნიშვნელოვანი. იგი იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკების მონიტორინგის საშუალებას.  ჯანდაცვის სპეციალისტებმა ანგარიში უნდა წარმოუდგინონ თურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM). (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა : tufam@titck.gov.tr; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0312 218 35 99).

5. ალენოქსის შენახვის პირობები

ალენოქსი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 300 C ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად

ალენოქსის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფეთა სისტემას.

წარმოების უფლების მქონე:

Vefa Ilac San. ve Tic. Ltd. Sti.

Mermerciler San. Sit. 2. Cadde No:3

Beylikduzu/Istanbul/Turkiey

ტელ: (0212) 438 70 85

ფაქსი: (0212) 438 70 87

მწარმოებელი:

Vefa Ilac San. ve Tic. Ltd. Sti.

Beylikduzu/Istanbul/Turkiey