კომპანიის შესახებ

ფარმაცევტული კომპანია ევროფარმა ჯორჯია დაარსდა 2011 წელს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალბედაა, ევროფარმა ჯორჯიამ უკვე შეძლო ბევრი გამოცდილი კომპანიებისთვის გაეწია კონკურენცია და გამხდარიყო ბრენდი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ევროფარმა ჯორჯია ორიენტირებულია ხარისხზე და თქვენს მოთხოვნებზე. ჩვენ ვამაყობთ რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინოვაციური, ევროპული ხარისხის, ეფექტური, უსაფრთხო და ბუნებრივი პროდუქცია რადგან თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

კომპანიის მისია

ჩვენი მისიაა მომხმარებელთა მოთხოვნების გამოვლენა და მუდმივად განახლებული, ინოვაციური, ხარისხიანი, ეფექტური, უსაფრთხო და ბუნებრივი პროდუქციის მიწოდება. ჩვენ ვქმნით ხარისხს ჯანმრთელი და ხანგძლივი ცხოვრებისთვის!

კომპანიის საქმიანობა

ევროფარმა ჯორჯია ამაყობს რომ თანამშრომლობს თურქეთში არსებულ საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტულ ქარხანასთან, Vefa Ilac -სთან, რომელიც ფლობს GMP სერთიფიკატს და აწარმოებს ექსპორტს მრავალ ქვეყანაში.