ნეონატოლოგების ღონისძიება !!!

                                                                                                     

 

 

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციამ, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგასთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად,ევროფარმა ჯორჯიას მხარდაჭერით აღნიშნა დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე.

 

 

 

ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში გაიმართა სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენცია,მიძღვნილი დღენაკლ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი შემდგომი განვითარების პრობლემებისადმი. ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები და მათი დღენაკლული პაციენტები მშობლებთან ერთად. 

 

 

 

მათთვის გაიმართა გასართობი ღონისძიებები:კონცერტი მზიურის ბავშვების მონაწილეობით, სახალისო ვიქტორინა,კონკურსები. ბავშვება ევროფარმა ჯორჯიასგან მიიღეს საჩუქრები,იყო უამრავი საინტერესო სიურპრიზი. ბავშვებს და მათ მშობლებს მიეცათ საკუთარი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალება. ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დღენაკლული ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის დაფუძნება.