რესპირაციული საზოგადოების საერთაშორისო კონგრესი !!!

 2013 წლის ივნისს ბათუმი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობდა; ეს იყო საქართველოს რესპირაციული ასოციაციისა და თურქეთის  აკადემიური რესპირაციული საზოგადოების პირველი ერთობლივ სამეცნიერო ფორუმი.

 

 

 

 

 კონგრესს 600-მდე დელეგატი ესწრებოდა; ექიმები საქართველოს ყველა რეგიონიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ასთმასა და ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  მსჯელობდნენ. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილიმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მედიკოსებმა.

 

 

 

 

 კონგრესის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები და ფორუმის დელეგატები.

 

 

 

 

ორი დღის განმავლობაში სასტუმრო ”შერატონ პალასში” 12 სამეცნიერო სესიაზე მოხსნებებით წარსდგა 13 სპიკერი საქართველოდან და 15 სპიკერი თურქეთიდან. ფორუმის მონაწილეები შეხვდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნუგზარ სურმანიძეს. შეხვედრაზე ქართველ და თურქ მედიკოსთა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები იქნა განიხილული.