ევროფარმა ჯორჯია - ბრენდი ქართულ ბაზარზე !

ევროფარმა ჯორჯია აქტიურად ატარებს კომპანიის და პროდუქციის პრეზენტაციას თბილისის წამყვან კლინიკებში.

ევროფარმა ჯორჯია კორპორაციული სტრატეგიისა და მართვის უნივერსალური ეთიკის ნორმების მიხედვით მოქმედებს. კომპანიისთვის პრიორიტეტია ბიზნესის მართვის გამჭვირვალობა, ჩვენი მომხმარებლისთვის ეფექტური, უსაფრთხო და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული, ევროპული ხარისხის, ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია თითეული მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ევროფარმა ჯორჯია არის თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ სტამბოლში მდებარე უდიდესი საწარმოს Vefa Ilac-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; Vefa Ilac - ეს არის უდიდესი და ერთ-ერთი ლიდერი ქარხანა თურქეთის რესპუბლიკაში. Vefa Ilac-ი  ფლობს პრეპარატების წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; Vefailac-ის ქარხანა ფლობს ISO  და GMP სერთიფიკატებს.

აკად. კ. ჩაჩავას სახელობის ნეონატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა კომპანია ევროფარმა ჯორჯია-ს პრეპარატების -  პრეგნიოფოლის და ევრომაგი B6 ის პრეზენტაცია. პრეზენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი ფოლიუმის მჟავისა და იოდის მნიშველობა ორსულთათვის და პრეგნიოფოლის უნიკალურობა. ევრომაგი B6 საუკეთესო არჩევანია მაგნიუმისა და პირიდოქსინის დეფიციტის საპროფილაკტიკოდ და სამკურნალოდ, პრეზენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი ევრომაგი B6 -ის მნიშვნელობა ორსულთათვის.პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლინიკის წამყვანი ექიმი გინეკოლოგები.

ევროფარმა ჯორჯიამ ჩაატარა პრეზენტაციები მედიჰელფიში, სამედიცინო ცენტრ “ჯანმრთელობა”- ში და ბევრ სხვა თბილისის წამყვან კლინიკებში. პრეზენტაციებში განხილული იყო ევროფარმა ჯორჯიას მედიკამენტების უნიკალურობა და მნიშვნელობა საქართველოს ფარმაცვეტულ  ბაზარზე.