ევროფარმა ჯორჯიას პრეზენტაცია ბათუმში !

ევროფარმა ჯორჯია აჭარას ესტუმრა. ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში მოეწყო პედიატრიული პრეპარატების პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა  კომპანიის პროდუქციის მენეჯერი ნია მასიუკოვიჩი. აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბათუმის წამყვანი ნეონატოლოგები და პედიატრები.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილური საკითხი ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პრეპარატების განსაკუთრებული როლის შესახებ ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში. ევროფარმა ჯორჯიას პრეპარატების დიდი ნაწილი ხომ პედიატრიულია!

 პრეზენტაციაზე იყო უამრავი საინტერესო შეკითხვა; გარდა ამისა, ექიმებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ჩვენი პრეპარატების გამოყენებით მიღებული შედეგებისა თუ საინტერესო კლინიკური შემთხვევების შესახებ.