პრეზენტაცია კლინიკა ბომონდში !

ქუთაისში, კლინიკაში ,,ბომონდი“ ევროფარმა ჯორჯიამ  ჩაატარა პრეპარატების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა კომპანიის პროდუქციის მენეჯერმა ნია მასიუკოვიჩმა. პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იყო ბევრი შეკითხვა და მაღალი აქტივობა.  

პრეზენტაციაში დეტალურად იყო განხილული ბუნებრივი პროდუქციის უპირატესობა მრავალი დაავადების პრევენციისა  და მკურნალობისთვის. პრეპარატები რომლებსაც ევროფარმა ჯორჯია წარმოადგენს არის ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული. მათი კომბინაცია შერჩეულია ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. დამზადებულია თურქეთის ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხნის Vefailac-ის მიერ უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით. Vefailac-ი ფლობს ISO და GMP სერთიფიკატებს.

ჩვენ ვამაყობთ ისეთი პარტნიორით, როგორიც არის Vefailac-ი.

კლინიკა ,,ბომონდში“ ჩატარებულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქუთაისის წამყვანი ექიმები.