ევროფარმა ჯორჯიას პროდუქციის პრეზენტაცია!

2015 წლის 24 აპრილს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო 30 აპრილს კი  №4 სამშობიარო სახლში ევროფარმა ჯორჯიამ ჩაატარა 2 პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ კომპანიის ჯგუფის მენეჯერი - ნინო კობრეშვილი და პროდუქციის მენეჯერი - ნია მასიუკოვიჩი.

პრეზენტაციები ეძღვნებოდა ნეონატოლოგიურ მედიკამენტებს და  ესწრებოდნენ ჩაჩავას და N4 სამშობიარო სახლის წამყვანი ნეონატოლოგები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული ბუნებრივ კომპონენტებზე დამდზადებული მედიკამნტების უპირატესობა და მნიშვნელობა ახალშობილებში.

ევროფარმა ჯორჯიას პრიორიტეტია ხარისხი, ეფექტურობა და უსაფრთხოება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეონატოლოგიური პაციენტებისთვის.