საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი !

ა.წ. 30 მაისიდან 01 ივნისის ჩათვლით თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯია“ - ში ჩატარდა საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი.

 

 

 

ევროფარმა ჯორჯია იყო კონგრესის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და სპონსორი.

 

 

 

კონგრესზე მსოფლიოს 9 ქვეყნიდან ჩამოსულმა სპიკერებმა და საქართველოს წამყვანმა პედიატრებმა წარმოადგინეს 31 მოხსენება, რომლებიც შეეხებოდა პედიატრიის ყველა სფეროს: ნევროლოგია და ნეფროლოგია, ჰემატოლოგია და რევმატოლოგია, კარდიოლოგია და ონკოლოგია, რესპირაციული მედიცინა და იშვიათი დაავადებები, გენეტიკა და გადაუდებელი მედიცინა, ბავშვის განვითარება და ნეონატოლოგია, კარდიოლოგია და ალერგოლოგია.კონგრესი უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმნით ინგლისურიდან ქართულ ენაზე.