მასტერკლასი თემაზე პროფესიონალიზმი გაყიდვებში !

 ევროფარმა ჯორჯიას დირექტორი, ქ-ნი ალისა არსლანი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე, გუნდურობასა და ჯანსაღ გარემოზე კომპანიაში. 
 2-5 ივლისს, ბაქოში, სასტუმრო ჰილტონსა და ჰოლიდეი ინნ -ში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე - "პროფესიონალიზმი გაყიდვებში". ტრენინგში მონაწილეობდნენ: 

 

• VEFA ILAC, თურქეთი, სტამბული - 13 მსმენელი;
• PASHA K - EUROPHARMA, აზერბაიჯანი, ბაქო - 120 მსმენელი;
• EUROPHARMA GEORGIA საქართველო, თბილისი - 13 მსმენელი;

 

მასტერკლასი ჩაატარა სტამბულიდან მოწვეულმა პროფესიონალმა ტრენერმა - სენა აითან.
ტრენინგზე ასევე განხილული იყო ფარმაცევტული მარკეტინგის მნიშვნელოვანი საკითხები. საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მსმენელებს ვეფა ილაჩის ქარხნის დირექტორმა - აითექინ ფაჰსა. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, იყო ძალიან საინტერესო, ჩატარდა თამაშები, ტესტები, მათ შორის, ფსიქოლოგიური ტესტიც, სადაც გამოვლინდა თითოეული მსმენელის ფსიქოტიპი. როგორც დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, ჩვენი კოლექტივი ძალიან შეკრული და მოტივირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობისთვისა და პროფესიული წინსვლისთვის. დარბაზის წასახალისებლად ჩატარდა კონსურსი სიმღერაში, რაშიც ევროფარმა ჯორჯიამ, ლალი ტოხიშვილის დამსახურებით, პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიის მიზანია, თითოეული თანამშრომელი ამაყობდეს, რომ არის ევროფარმა ჯორჯიას გუნდის წევრი! ასეა? გვიპასუხეთ EPG-ელებო!