დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე !

2015 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციამ ევროფარმა ჯორჯიას მხარდაჭერით აღნიშნა დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე.

მთელს მსოფლიოში ათი ბავშვიდან ერთი იბადება დღენაკლული.

ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში „ ჰოლიდეი ინ “-ში გაიმართა დღენაკლთა დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განხილული იქნა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

პროგრამის გახსნა შედგა 14:00 საათზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს:

ია დავითაიამ - მედიცინის დოქტორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ირაკლი ფავლენიშვილმა - თსსუ პროფესორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.

მარინა დარახველიძემ - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო.

კონფერენციაზე განხილულ იქნა აქტუალური და საინტერესო თემები:

* პერინატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.

თამარ უგულავა -გაეროს ბავშთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი.

* ნოზოკომიური ინფექციები დღენაკლ ახალშობილებში: რა შეიძლება გაკეთდეს სიხშირის შესამცირებლად?

ფრანკ იოხუმი - პროფესორი,  ფრანქფურტის საუნივერსიტეტო კლინიკა.

* დღენაკლების შორეული ნეირომოტორული გამოსავალი.

ნანა ტატიშვილი - პროფესორი, ა. ლაჭყეპიანის სახ. ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

* ფეტალური სტრესის გავლენა ადრეულ პოსტნატალურ პერიოდზე.

ქეთი ნემსაძე - პროფესორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

* პერინატალური მოვლის თანამედროვე პრონციპების დანერგვა საქართველოში.

ნიკოლოზ კინტრაია - თ.ს.ს. უ სრული პროფესორი, მეან-გინელოკოგთა დეპარტამენტის უფროსი, მეან-გინეკოლოგთა რეზიდენტური პროგრამის დირექტორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაციის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი.

* მედიცინა ამერიკული გზით

ნინო მირზიკაშვილი - მედიცინის დოქტორი, MSc, „ ამერიკული კლინიკა თბილისში“, დირექტორი.

* სამშობიარო ბლოკის რეანიმაცია, ახალშობილის სტაბილიზაცია და ტრანსპორტირება.

ნინო სოლომონია - ნეონატოლოგი, მ.იაშვილის სახ. ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

* ახალშობილთა რდს-ის არაინვაზიური ვენტილაციური მართვა.

ხათუნა ლომონური - ნეონატოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, გ.ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

* გვიანი დღენაკლულების მოვლის ძირითადი პრინციპები.

მაია ხერხეულიძე - ასისტენტ პროფესორი, პედიატრიის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი.

* საექთნო განათლება საქართველოში

მაია გოგაშვილი - მედიცინის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამერნტის უფროსი, ასისტენტ პროფესორი.

კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები, მათი ნაადრევად დაბადებული მოზარდი პაციენტები და მათი მშობლები.

აღნიშნულ კონფერენციაზე ევროფარმა ჯორჯიას წარმოადგენდა - მარკეტინგული ჯგუფის და რეგიონალური მენეჯერი - ნინო კობრეშვილი, პროდუქციის და მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერი - მაია პოპიაშვილი და მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერი - დარინა ანთია.