ღონისძიება გასართობ ცენტრ „LIKE”- ში !

2015 წლის დეკემბრის თვეში ევროფარმა ჯორჯიამ  ჩაატარა საბავშვო ფოტოკონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მსურველები გვაწვდიდნენ შვილების ფოტოებს, რომლებსაც, შემდეგ ჩვენ ვდებდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. გამარჯვებული ბიჭის და გოგოს ფოტოები გამოვლინდა ლაიქების რაოდენობის მიხედვით. ასევე, შიდა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ევროფარმა ჯორჯიას ,,სიმპათია“.  30 დეკემბერს ევროფარმა ჯორჯიამ ფოტოკონკურსის მონაწილე ბავშვებისთვის გასართობ ცენტრ „LIKE”- ში ჩაატარა ღონისძიება და პატარების ერთი ჩვეულებრივი დღე აქცია დღესასწაულად.

ღონისძიების მიზანი იყო კონკურსში მონაწილე ყველა პატარა ყოფილიყო კმაყოფილი და ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. მოწვეული სტუმრები ჩვენი მედიკამენტების აქტიური მომხმარებლები არიან და მათ მიეცათ შანსი, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ჩვენს პროდუქციას. ღონისძიებაზე მოწვეული იყო თოვლის ბაბუა და ბავშვებისთვის საყვარელი მულტფილმის გმირი. იყო ბევრი თამაში, გართობა და ცეკვა.

გაიმართა ვიქტორინა მშობლებისთვის. ევროფარმა ჯორჯიამ გაათამაშა პედიატრიული პრეპარატები: ბონ ბეიბი, ინსომნის ბეიბი, კოლისპასი, კრილომი სიროფი, ბრონქომაქსი, ევროფარი სიროფი, ცინკონეტი C, სიმბავიტი სიროფი, სიმბავიტი D3, ჰელიქს პლიუსი.

ევროფარმა ჯორჯიამ დააჯილდოვა გამარჯვებულები: ანასტასია გურგენიძე, დემეტრე რაზმაძე და ევროფარმას ,,სიმპათია“ - ბარბარე აფციაური.

სპეციალური საჩუქარი  მიიღო ფოტოკონკურსის ყველა მონაწილემ.

ღონისძიების ყველა პატარა სტუმარს ევროფარმა ჯორჯია-სგან გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი.