დაკვირვება, ანალიზი და დარწმუნების ტექნიკა

2016 წლის 16 თებერვალს თბილისში, სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, ევროფარმა ჯორჯიას დირექტორის, ქ-ნი ალისა არსლანის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე  ‘’დაკვირვება, ანალიზი და დარწმუნების ტექნიკა’’.

ტრენინგს ესწრებოდა ევროფარმა ჯორჯიას სრული მარკეტინგული ჯგუფი (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა).

ტრენინგის მიზანი იყო ევროფარმა ჯორჯიას მარკეტინგული ჯგუფის პროფესიული ცოდნის ამაღლება , საკუთარი თავის მიმართ რწმენის გაღრმავება, სიტუაციის სწორად შეფასების და რთულ სიტუაციებში დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვის გზით წარმატების მიღწევა.

მომხსენებელი - ფარმაცევტული ქარხნის - ‘’ილკო’’-ს მარკეტინგის მენეჯერი - ჯაფერ ქეჩეჯიოღლუ.

ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რამაც უფრო საინტერესო გახადა მისი მიმდინარეობა. 

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.