კონფერენცია-სემინარი

26 ოქტომბერს, რესტორან ,,აკადემიაში“  ევროფარმა ჯორჯიას ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომლის პირველი ნაწილი ეძღვნებოდა პრეპარატ ასტერას, თემით: ,,ღვიძლისა და ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებების კლინიკური შეფასება, პიგმენტური ცვლისა და ფერმენტების მაჩვენებლით“. მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მალვინა ჯავახაძემ. 
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო პრეპარატ რეფკონ ადვანსის ფარმაკოლოგიური მოქმედების დამადასტურებელი თვალსაჩინოება.
კონფერენციას ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, ინფექციონისტები, გასტროენტეროლოგები, ონკოლოგები.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია. ექიმებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება  ასტერასა და რეფკონ ადვანსის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

კონფერენცია დასრულდა ფურშეტით და ტორტის საზეიმო გაჭრით.