რეპრეზენტატული სისტემების როლი XXI საუკუნის გაყიდვებში

ევროფარმა ჯორჯიას დირექტორი, ქ-ნი ალისა არსლანი კომპანიის დაარსების დღიდან ორიენტირებულია დასაქმებულების პროფესიულ განვითარებაზე, Team Building - ზე და კადრების მოტივაციაზე, რაც გამოიხატება პერიოდულად თანამშრომლებისათვის საზღვრებს გარეთ თუ შიგნით  ექსკურსიების, ტრენგინგების და სხვა აქტივობების ორგანიზებაში.

2019 წელს დაგეგმილი სემინარების ციკლიდან, მარტის დასაწყისში ქ - მა ალისა არსლანმა  ჩაატარა პირველი სემინარი - “რეპრეზენტატული სისტემების როლი XXI საუკუნის გაყიდვებში“. სემინარს ესწრებოდა ევროფარმა ჯორჯიას სრული კოლექტივი. აღსანიშნავია მონაწილეების მაღალი დონის ჩართულობა და აქტიურობა სემინარის მიმდინარეობის დროს.

  “ვორქშოფის“ ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები და განიხილეს მათი მიღწევის გზები.

  • დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და ძალიან საინტერესო სემინარისთვის, კარგი იქნება პრეზენტაცია ელექტრონულად თუ გადმოგვეგზავნება ყველას, რომ მუშაობის პროცესშიც ვიხელმძღვანელოთ ამ მასალით- განაცხადა სემინარის დამთავრების შემდეგ რეგიონულმა მენეჯერმა დავით ხაჯიშვილმა.

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და დღე დაიხურა სასიამოვნო ვახშმით.