ჩვენი პარტნიორების შესახებ:

  • Vefailac -ის ქარხანა მდებარეობს თურქეთში, ქ.სტამბოლში და განთავსებულია 3000 კვ.მეტრ ფართობზე. Vefailac-ის ქარხანა ფლობს პრეპარატების წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; იგი უზრუნველყოფს მედიკამენტების, საკვები დანამატების და პირადი ჰიგიენის პროდუქტების საუკეთესო წარმოებას; აქვს მაღალი ხარისხის წარმოების შესაძლებლობა რაც დადასტურებულია WHO და GMP-ის მიერ; აკმაყოფილებს ევრაზიის საერთაშორისო მარეგულირებელ ნორმებს. ქარხნის ცალკეული განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით. ქარხანაში წარმოების პროცესის თითოეული რგოლი მიმდინარეობს მიკრობიოლოგების და ჰიგიენის ექსპერტების უმკაცრესი კონტროლის ქვეშ; კონტროლდება ყველა სახის პროდუქციის წარმოების თითოეული საფეხური. ქარხანაში დაცულია წარმოების ხარისხის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. თამამად შეიძლება ითქვას,რომ Vefailac-ის წარმოების ხარისხი საუკეთესოა მთელს თურქეთში. Vefailac ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე! Vefailac-ის ქარხანაში წარმოდგენილია ვენტილაციის უნიკალური სისტემა ჰეპა ფილტრებით რაც უნარჩუნებს გარემოს სტერილობას; წყალგაყვანილობის სისტემა დამონტაჟებულია აშშ-ს ფარმაკოპეის მოთხოვნების შესაბამისად. ქარხანაში დაცულია ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები. იატაკი დაფარულია ჰიპოქსიური მასალით; ბოლო სიახლე რაც Vefa ILAC-ში დაინერგა ეს არის წარმოების ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგია რომელსაც ევროპაში სულ რამდენიმე ქარხანა ფლობს,რბილი ჟელატინის კაფსულის წარმოების ტექნიკა(Soft gel production). კაფსულის ჟელატინი მზადდება სპეციალურ ჰერმეტულად დახურულ სისტემაში და რბილი ჟელატინის კაფსულა საბოლოო სახით მიიღება ისე, რომ ადამიანის ხელი წარმოების პროცესში არ ერევა. Vefa ILAC აწარმოებს თხევად პროდუქციასაც შამპუნებს,თხევად საპნებს და სხვ. ისინი თავდაპირველად ისხმება 3000 ლიტრი ტევადობის რეაქტორებში. Vefailac-ის ქარხანას წელიწადში 10 მლნ ბოთლის წარმოება შეუძლია. Vefailac-ის ქარხანას აქვს ასევე ნახევრად თხევადი პროდუქციის წარმოების ხაზი:ლოსიონები,კრემები და კბილის პასტები; ისინი მზადდება 6000 ლიტრი ტევადობის რეაქტორებში. Vefailac-ის ქარხანას წლის განმავლობაში 7.5 მლნ. ტუბის წარმოების პოტენციალი გააჩნია. Vefailac ფარმაცეფტიცალსი მიმართულია სიროფებისა და სუსპენზიების წარმოებისკენ, რომელთა მიღებაც ხდება 3000 ლიტრი ტევადობის რეაქტორებში. ჯამში Vefailac-ის ქარხანას 70 მლნ. ბოთლი შეუძლია აწარმოოს. სპეციალურ აპარატებში ფხვნილები და გრანულები ტაბლეტებად იქცევა,შემდეგ კი იფუთება ბლისტერებსა და ბოთლებში. Vefa ILAC-ის ქარხანა წელიწადში 50 მლნ. ბლისტერს აწარმოებს. პროდუქციის წარმოებისას ქარხანა ითვალისწინებს სრულიად ყველა დეტალს მომხმარებლის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ Vefa ILAC-ის პროდუქცია იჩქარის მომხმარებელთან შესახვედრად. Vefailac-ის ქარხანაში შექმნილია იდეალური სამუშაო გარემო! მომავალში Vefailac აპირებს წარმატებით განაგრძოს დაწყებული საქმიანობა და გახდეს ლიდერი ფარმაცევტულ ბაზარზე! თამამად შეიძლება ითქვას,რომ საქმე რომელსაც ჩვენი ქარხანა აკეთებს შეუფასებელი და განუმეორებელია! Vefailac ემსახურება სიცოცხლეს!

  • 2011-2014 წლებში ვიყავით აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი კომპანიის ვალმარკის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. მომხმარებელს ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას საკვები დანამატების, ახალი ტენდენციების შესახებ და ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.